სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორც დავპირდი ბატონ ივანიშვილს, დიდი მოკითხვა უკრაინიდან! - დავით არახამიას მიმართვა

უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია ბიძინა ივანიშვილს მოკითხვას უთვლის და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაზე საუბრობს.

უკრაინის მაღალჩინოსნის თქმით, სანქციების კანდიდატთან პირველ პაკეტში ჯერჯერობით არ მოხვდა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვა, თუმცა არახამიამ თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

მისი თქმით, თუ ქართველებს ჯერ არ ყოფნით ძალისხმევა დამოუკიდებლად მოახდინონ დეოლიგარქიზაცია, ამაში ისინი დაეხმარებიან.

"სპეციალურად დაველოდე ორი დღე, რომ გამეგო საქართველოს ხელისუფლების ისტერიული რეაქცია. ისედაც მოსალოდნელ ამბავზე, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ვებგვერდზე განათავსა რეკომენდაცია, ბიძინა ივანიშვილის და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების შესახებ.

საუბარია, იმ ბიზნესმენებზე, ვინც აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმს. "ომი და სანქციები" საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის შეიქმნა. ეს სააგენტო არის მთავარი პარტნიორი ამერიკისა და ევროკავშირისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ეს სააგენტო შედის სანქციების საერთაშორისო ჯგუფში.

სანქციების კანდიდატთან პირველ პაკეტში ჯერჯერობით არ მოხვდა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვა. ეს შემთხვევით არ მომხდარა გადაწყდა, რომ თავდაპირველად მოხდება ოლიგარქის გარემოცვის და მისი დამფინანსებლების წარდგენა სანქცირებაზე.

მე დარწმუნებული ვარ, ეს არის პირველი ეტაპი. ვერიფიკაციის შემდეგ ყველა ეს დოკუმენტი გადაიგზავნება საერთაშორისო სანქციების ჯგუფში. მოხდება განხილვა და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

მე როგორც დავპირდი ბატონ ივანიშვილს დიდი მოკითხვა უკრაინიდან! ვაგრძელებთ მუშაობას. პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია ჩვენ დაგეხმარებით"- აცხადებს არახამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100