თბილისში ხვავრიელად ბარდნის

უკვე ორ საათზე მეტია, თბილისში ხვავრიელად თოვს. სინოპტიკოსთა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ საღამოს საათებში საქართველოს დედაქალაქში თოვლი მოვიდოდა, გამართლდა. არასაავტომობილო გზებზე და ხეების ტოტებზე თოვლი უკვე დადო. ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, თოვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძლედება და 19 იანვარს, დღისითაც ითოვებს. მათივე პროგნოზით, ხვალ საქართველოს დედაქალაქში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი ჰაერის ტემპერატურა (დღის საათებში) +2 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდება.

ამ დროისთვის, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა რეგიონში თოვს.

მეორე ფოტო: გორი, ავტორი ნინო დიდბერუაშვილი

კომენტარი