სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არაადამიანური მოპყრობა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა, მუქარა შს მინისტრმა გადმომცა - გოგაშვილი

"თუ არ გავჩუმდები დამსჯიან" - სოსო გოგაშვილი ციხიდან კიდევ ერთ სკანდალურ წერილს აგზავნის. სუსის ყოფილი მარლჩინოსანი წერს, რომ არაaდამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი განმარტებით, ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია და მუქარასთან ერთდ ვახტანგ გომელაურისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ივანიშვილის გვარი არ უნდა ახსენოს.

დაშინების მიუხედავად, სოსო გოგაშვილი გაჩუმებას არ აპირებს და მხილებათა კიდევ ერთ სერიას აანონსებს.


ჩემს მიმართ 16 ივლისს განხორციელებული ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია, განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებულ იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციით. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შს მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით დამეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანშვილის გვარი. უარის შემთხვევაში შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის. მან ასევე გამაფრთხილა რომ თუ ამ საუბრებს გავახმაურებდი კიდევ დავიმატებდი პრობლემებს, როგორიცა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია, - წერს გოგაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100