სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაიბომბა კოლონია, სადაც რუსებს უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის აზოვიდან

დაიბომბა კოლონია, სადაც რუსებს უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის აზოვიდან.
მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიაში 193 ადამიანი იყო, დაბომბვას 53 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ტერიტორია რუსებმა დაბომბეს, რუსული სახელმწიფო მედია კი ამას უკრაინას აბრალებს.

Ukrainska Pravda-ს დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს, რომ საარტილერიო თავდასხმა ლენევკას მიმართულებით დაფიქსირდა დამპყრობლების მხრიდან.

სხვა წყაროები უკრაინულ მედიას უყვებიან, რომ ამ კოლონიაში აზოვის მებრძოლები დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს.

რას ამბობს რუსული მხარე: დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშლინი ამტკიცებს, რომ "კიევის რეჟიმი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, რომლებიც ჩაბარდნენ, რათა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების კვალი დაფარონ".

მისივე მტკიცებით, ამით უკრაინა დანარჩენ მებრძოლებს აიძულებს განაგრძონ საბრძოლო მოქმედებები და არ ჩაბარდნენ.
11 ივლისს უკრაინულმა მედიამ დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს ტყვეობაში მყოფი აზოვის ორი მცველის სიკვდილით დასჯა სურთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100