სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანში, მე-7 სართულზე მელა „დააკავეს“

გლდანის VIII მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის VII სართულზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ მელია დაიჭირეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარეული და შინაური ცხოველების კონტროლისა და რეგულირების განყოფილების უფროსმა დავით სადათერაშვილმა განუცხადა, შესაბამისი შეტყობინება სამსახურმა გლდანის VIII მიკრორაიონის #29-ე კორპუსის მცხოვრებლებისგან მიიღო.

ადგილზე მისულებს კავკასიური ჯიშის რუხი მელა დახვდათ, რომელიც დაიჭირეს. მელიას, სავარაუდოდ, თბილისის ზოოპარკს გადასცემენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100