სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრაქტიკულ გამოცდაზე 30 დღეში ერთხელ გასვლის საფასური არის 90 ლარი, ხოლო ფასიანი გასვლისას ემატება 160 ლარი - რა ჯდება მართვის უფლების მიღება, ახალი რეგულაციის შემდეგ?

26 აპრილიდან B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა – გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.

პირველ ეტაპზე უნდა გაიატოღ თეორიული გამოცდა, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გადადიხართ მეორე ეტაპზე, რაც მოედანზე გამოცდის ცაბაებას ითვალისწინებს და მესამე ეტაპზე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ დასახლებულ პუნქტში (მარშრუტებს შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიის ბოლოს მითითებულ ბმულზე გადასვლით).  

ბრძანების თანახმად, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირი დაიშვება [პირველადი გასვლა] რიგის ჯავშნით განსაზღვრულ დროს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან, არა უადრეს 15 კალენდარული დღისა.

რა ჯდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე გასვლა - ინფორმაციის მისაღებად „პრაიმტაიმი“ შსს-ის მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. გთავაზობთ დეტალურ ჩამონათვალს: 

კატეგორია „AM“: მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი:

• თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი; მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.

ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა:

•  გასვლის საფასური - 40 ლარი;

• მართვის მოწმობის დამზადების საფასური: 15 ლარი;

• თეორიულ გამოცდაზე მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.

17 წლის პირის გასვლა გამოცდაზე:

• თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური: 15 ლარი, მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.

„B“ კატეგორია

• პრაქტიკულ გამოცდაზე 7 დღეში ერთხელ გასვლა უფასოა, ხოლო ფასიანი გასვლის საფასურია 30 ლარი.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.

• პრაქტიკულ გამოცდაზე 30 დღეში ერთხელ გასვლის საფასური არის 90 ლარი, ხოლო ფასიანი გასვლისას ემატება 160 ლარი.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთისა და ბათუმის სამსახურებში.

ცნობისთვის ⇓

თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს, 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე უფასოდ (ფასიანი გასვლა ულიმიტოა); 

წარუმატებლობის შემთხვევაში ხელახლა უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა და  პრაქტიკულ გამოცდაზე კვლავ 7 დღეში ერთხელ უფასოდ გასვლის საშუალება ექნება. 

თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, გამოცდაზე რიგის დაჯავშნისა და საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტის გავლა შესაძლებელია: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.


წყარო;პრაიტაიმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100