სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გუშინ, გვიან ღამით, ახალქალაქში, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე 34 წლის კაცი დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი გასროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სსკ-ის19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100