სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაურში რუსი მამაკაცი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს, ნაპოვნია წერილიც

"რუსეთში არ გადამასვენოთ, საქართველოში მომიჩინეთ სამუდამო განსასვენებელი" - ასეთია რუსეთის მოქალაქის უკანასკნელი სურვილი, რომელიც ანდერძად წერილში დატოვა.

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში სუიციდით დაასრულა.

როგორც ჩვენთან საუბარში სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, მამაკაცი პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყო.

"პუტინის მიმართ ლოიალური არ ყოფილა. პირიქით - სძულდა მისი პოლიტიკა და აგრესია. ძალიან უყვარდა საქართველო და აქ ყოველ წელს ჩამოდიოდა. სიცოცხლის უკანასკნელი 10 დღე აქ გაატარა. სასტუმროში ნომერი ჰქონდა აღებული. მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა და წერილიც დატოვა - ის ითხოვდა, რომ ცხედარი რუსეთში არ გადაესვენებინათ.

"არ გადამასვენოთ იმ საძულველ ქვეყანაში, პუტინის რუსეთში. აქ დავასრულე ყველაფერი და აქვე დამმარხეთ, საქართველოში. ყველაფერი მძულს, რაც აგრესიას უკავშირდება, მათ შორის ის ომებიც, რომლებიც ჩემს ქვეყანას ჯერ საქართველოსთან, ახლა კი უკრაინასთან აქვს." ასე ეწერა წერილში, რომელიც სასტუმროს მე-5 სართულზე, ერთ-ერთ ნომერში ცხედართან ახლოს ჩემმა თანამშრომლებმა იპოვეს" - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100