სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა უთხრა პუტინს გაეროს გენერალურმა მდივანმა - უახლესი დეტალები შეხვედრიდან

26 აპრილს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შორის. შეხვედრამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა და ძირითადად ეხებოდა ვითარებას უკრაინაში.

გუტიერეშმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდეგება გაეროს წესდების კონსტიტუციას.

გუტიერეშმა აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით.

ამასთანავე, გუტიერეშმა თქვა, რომ სურს ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინა, რუსეთი და გაერო შევლენ და რომელიც კოორდინაციას გაუწევს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას.

ვლადიმირ პუტინმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთს სურს, უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწიოს და უარს არ ამბობს ვითარების დიპლომატიური გზით მოგვარებაზე. მან აღნიშნა, რომ სტამბოლში დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იყო.

„სერიოზული გარღვევის მიღწევა მოვახერხეთ. ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა არ დაიწყეს უსაფრთხოების მოთხოვნების დაკავშირება ისეთ ცნებასთან, როგორიცაა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები,“ თქვა პუტინმა.

გუტერეშმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უწოდა მის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა, პუტინმა რუსეთის სამხედროების მოქმედებები დაახასიათა როგორც „იძულებითი ნაბიჯი“ და დასძინა, რომ დონბასის მოსახლეობა რვა წლის განმავლობაში აღმოჩნდა ბლოკადაში უკრაინის ხელისუფლების გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100