სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უზარმაზარი" შედეგი: „ეროვნული საბჭო“ დაიშალა, ოფისები კი „ქართულ ოცნებას“ დაეთმობა

"ეროვნულმა საბჭომ" არსებული ფორმატით საქმიანობა ამოწურა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა, "კონსერვატორმა" ზვიად ძიძიგურმა განუცხადა. მისი განცხადებით, "კონსერვატიული პარტია" და "ხალხის პარტია" ამიერიდან კოალიცია "ქართული ოცნების" სტრუქტურაში გადავადა და საერთო პოლიტიკურ პიარს აწარმოებს.

რაც შეეხება "ეროვნული საბჭოს" ცენტრალურ ოფისს, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ეს ოფისი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ოფისი გახდება.

"ყველა ოფისში, რომელიც "კონსერვატორებს", "ხალხის პარტიას", "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ, "ქართული ოცნება" განთავსდება", - განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100