ზუგდიდში სექსუალური მანიაკი გამოჩნდა

ზუგდიდში, ე.წ. რკინიგზის სასაფლაოს თერიტორიაზე სექსუალური მანიაკი შეამჩნიეს.

თვითმხილველების მადონა ხ. და მზია ა. თქმით, იგი დაახლოებით 30 წლის ასაკის წითური ფერის მამაკაცია, წელზე ჯაჭვია აქვს შემოხვეული და სასაფლაოზე მისულ ხალხს მანიაკალური თვისებებით აშინებს, კერძოდ, ჟესტიკულაციით სთავაზობს მათ სექსუალურ კავშირს და ზოგჯერ აედევნება კიდეც.

როგორც „ნიუსლაინს“კიდევ ერთმა თვითმხილველებმა ქალბატონმა უამბო, იგი მას საფლავზე მისულს დაედევნა და მანამდე სდია, სანამ დასახლებულ ადგილამდე არ მივიდა.

მისივე თქმით, მას სასაფლაოსთან ახლოს მცხოვრებლებმაც იგივე უამბეს.

„ნიუსლაინი“ დაუკავშირადა ადგილობრივ სამართალდამცავებს, რომლებმაც ამ ფაქტის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერი იციან.

მალხაზ ბასილაია, "ნიუსლაინი", ზუგდიდი.

კომენტარი