სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები მოსახლეობას ქუჩაში აწამებენ, ძარცვავენ და ატერორებენ“ - უკრაინის ომბუდსმენი

„უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებენ“, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა იუწყება. „ქალაქ ენერგოდარში რუსი ჯარისკაცები სცემენ და აწამებენ ხალხს პირდაპირ ქუჩებში, იტაცებენ გამვლელებს, ართმევენ მანქანებს. კიევის ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფლებში რუსები ძარცვავენ სახლებს, ართმევენ მოსახლეობას ნივთებსა და საკვებს. უკრაინაში აგრესორი სახელმწიფოს არმიის მიერ ძარცვა „დაკანონდა“. მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი არის ომის დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის დებულებით და რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტით. რუსეთის ხელმძღვანელობასა და სამხედროებს ნიურნბერგი II ელოდებათ“, - განაცხადა დენისოვამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100