სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს - ტერიტორიაზე ხანძარია

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად სადგურზე ხანძარი გაჩნდა. სადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. მათივე ცნობით, დაზიანებულია პირველი ენერგობლოკი. ოკუპანტებმა მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მისცეს. რადიაციული ფონის გაზრდის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100