სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთ დღე-ღამეში 5 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ასევე განადგურებულია ერთი ვერტმფრენი, ფრთოსანი რაკეტა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ასევე ჯავშანტექნიკის კოლონა და საწვავით დატვირთული ავტომობილები. ამის შესახებ suspilne.media იუწყება. ვასილკოვოზე და ბროვარიზე ავიაიერიშის დროს უკრაინელმა პილოტებმა ორი რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. „С-300“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „სუ-30“-ის და „სუ-35“-ის ტიპის თვითმფრინავები გაანადგურეს“ - განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესცენტრში. კიევის მახლობლად საზენიტო კომპლექსმა „ბუკ მ-1“-მა ფრთოსანი რაკეტა და ვერტმფრენი გაანადგურა. უკრაინულმა „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩერნიგოვის და ბერდიანსკის მიდამოებში სატანკო კოლონაზე შეტევა განახორციელეს. Bayraktar TB2-ის უპილოტო აპარატმა კი ტანკი და „ბუკის“ ტიპია საზენიტო დანადგარი გაანადგურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100