სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემდეგი 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება - ზელენსკი ჯონსონს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის თქმით, სჯერა, რომ მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი პერიოდი იქნება უკრაინისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლის თქმით, საუბრის დროს ჯონსონმა შეაქო ზელენსკის ხელმძღვანელობა რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჯონსონმა დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრიტანეთისა და მოკავშირეების თავდაცვითი დახმარება უკრაინაში ჩავიდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100