სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ათლარიანი კუპიურა ყველაზე ლამაზ, თბილისის ანძა კი ყველაზე მაღალ ანძათა სიაშია

რუსულმა ვებ-გვერდმა ermoshka.ru-მ საქართველოს ეროვნული ვალუტის ათლარიანი კუპიურა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუპიურად აღიარა. ამასთან, საიტის მკითხველთა მიერ შედგენილ სიაში არ მოხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები, ხოლო ათლარიანი კუპიურის დიზაინი უმრავლესობამ ყველაზე ლამაზ და დახვეწილ დიზაინთა შორის დაასახელა.

ჩამონათვალში ათლარიანთან ერთად შედიან ჰონგკონგური და ახალზელანდიური ათდოლარიანები, ფრანგული ასფრანკიანი, შვედური ოცკრონიანი და სხვა ბანკნოტები შედიან. მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზ კუპიურაში ქართული ათლარიანი მეხუთე ადგილზეა.

ამავდროულად, დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი 50 სატელევიზიო ანძა. ამ სიაში 50-ე ადგილზე თბილისის ანძაა. სხვა ტელეანძებთან ერთად თბილისის ანძას სიმაღლეში უსწრებს ერევნის ტელეანძა, რომელიც საქართველოში ტელეანძის აღმართვის შემდეგ აშენდა.

შეგახსენებთ თბილისის ანძის მონაცემებს:

თბილისის ტელეანძა — დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურა საკომუნიკაციო მიზნებისთვის აშენდა 1955 წელს; მდებარეობს მთაწმინდაზე, თბილისში. ტელეანძას "საქართველოს ტელეცენტრი" მართავს, რომელიც 1955 წელსვე დაარსდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS, პეიჯერსა და მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას. ანძის სიმაღლეა 274.5 მ / 901 ფუტი და ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100