სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში "პარკინგსერვისის" თანამშრომელს სასტიკად სცემეს - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქუთაისის ცენტრში,​ ვარლამიშვილის ქუჩაზე შპს "პარკინგსერვისის" თანამშრომელს სცემეს.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარკინგის თანამშრომელმა მძღოლს საჯარიმო ქვითარი გამოუწერა, რადგან მას პარკირების საფასური გადახდილი არ ჰქონდა.

მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100