სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში

2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1-ლი იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელ იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. 2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100