სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ ცერცვაძე: ახლა მაინც, როცა „ომიკრონი“ გვიტევს, მკვეთრად უნდა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, ვაქცინაცია და განსაკუთრებით - ბუსტერული დოზის გაკეთება

„ახლო მომავალში, ველოდებით, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. ახლა მაინც, როცა „ომიკრონი“ გვიტევს, მკვეთრად უნდა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, ვაქცინაცია და განსაკუთრებით - ბუსტერული დოზის გაკეთება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ის არსებულ ეპიდვითარებას სერიოზულს უწოდებს. „ეპიდვითარება კვლავ სერიოზულია, თუმცა, ბოლო დღეებში, რამდენადმე დასტაბილურდა“, - აგანაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ქვეყანაში ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე 50-ს აჭარბებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 881 863, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100