სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

You Tube – ზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საშობაო მილოცვა აიტვირთა (ვიდეო)

ვიდეოპორტალ You Tube-ზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საშობაო მილოცვა აიტვირთა.

კადრში ჩანს მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც დაწერილ მილოცვას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წ.წ.) დროშის ფონზე კითხულობს.

„რამდენიმე დღეში ჩვენ შობა-ახალ წელს ვიზეიმებთ. ნება მომეცით, ამ წერილით მოგმართოთ“, - ამ სიტყვების შემდეგ მანანა არჩვაძე-გამსახურდია ფურცელზე ამობეჭდილ ტექსტს კითხულობს. ვიდეო 2011 წლის 4 იანვარსაა გადაღებული.

„ვულოცავ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სამშობლოს ჭეშმარიტ თავისუფლებასა და გამძლეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100