სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰონგ-კონგში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარია

ჰონგ-კონგში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, 100-ზე მეტი ადამიანი შენობის სახურავზეა ასული, - ამის შესახებ BBC წერს. მაშველებმა შენობაში მყოფთა გარკვეული რაოდენობის ევაკუაცია შეძლეს, მაგრამ მყიდველებისა დ რესტორნების სტუმრების ნაწილი ჯერ კიდევ სავაჭრო ცენტრშია. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა 60 წელს გადაცილებული ქალიც, რომელმაც დიდი ოდენობით კვამლი ისუნთქა. ხანძრის კატეგორია მე-3 დონით განისაზღვრა. სულ 5 კატეგორიის ხანძარი არსებობს, მე-5 დონე ექსტრემალურ ვითარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100