"ეს 4-5 დღეში არ დამთავრდება" - აი, რას აცხადებს სააკაშვილის პირადი ექიმი

პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

"ჯერ კიდევ სისუსტე არის და საკმაოდ გამოხატული. მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით, ვნახოთ როგორ იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. სუსტად არის, როგორც მოგახსენეს, ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს მართლა ხომ ვერ ითამაშებს ადამიანი. პროგნოზის გაკეთება ამ დროს არ არის კარგი, მე ვერ დავდებ თავს და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად. ხანგრძლივი პროცესია, ეს 4-5 დღეში არ დამთავრდება", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარი