სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კონსილიუმის წევრები მესამე პრეზიდენტთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შეხვედრის შემდეგ, გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ელენე გიორგაძემ დეტალურად ახსნა როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი:

"დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, ექიმები და თვითონაც პაციენტი კმაყოფილები ვართ. სამივე დღე "ჩეპეს" გარეშე გავიარეთ. დღეს კალორაჟი და კვება ოდნავ უფრო გაფართოებული იყო. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ეხოკარდია გავუკეთეთ, ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკირები ნორმალურია, როგორც იქნა ცილამაც ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება.

ხვალიდან უკვე გადავდივართ დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, ნელ-ნელა შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს ეს გაგრძელდება, ალბათ, ორშაბათამდე, მერე უკვე გადავალთ სხვა კვებაზე, რომელიც ინიშნება უკვე მერე სამი კვირით",- თქვა ელენე გიორგაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100