სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 ნოემბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მესტიაშიც მზიანი დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. +15 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება. გორში +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გუდაურში მზიანი დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100