სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს არ არის სასამართლო პროცესი, ესაა ჩვეულებრივი "ტროიკა" - გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს (ვიდეო)

გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის საქმის განიხილა ხმაური ფონზე მიმდინარეობს. დაცვის მხარე პროცესის საჯაროობას ითხოვს. იგივე მოთხოვნა ჰქონდა უგულავასაც, რომელიც ასევე ბრალდებულია დღეს განსახილველ, 7 ნოემბრის საქმეზე.

"ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მიყვანაზე უარს, სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია უარს, ყველაფერზე უარს...სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის. პოლიტიკური დაკვეთაა აბა რა არის?! შეციცინებენ ჯარჯის, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ტროიკა" ამბობს უგულავა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, სასამართლოს არ დაასწრეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიზეზად პენიტენციურს თავის არგუმენტები აქვს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100