ასეთი ფანტაზიები მათ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს - ელენე ხოშტარია მისი მოწამვლის გეგმაზე კობახიძეს პასუხობს

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, მისი მოწამვლის გეგმის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკთებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ასეთი ფანტაზიები ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. ამასთან, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ყურადღების გადანტას ცდილობს.

"გარდა იმისა, რომ ასეთი ფანტაზიები მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე, ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხზე. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემ ჯანმრთელობაზე, არის ქართლი ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

საუბარი შეთქმულებებზე, ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემ კოლეგებთან, მეგობრებთან ან ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მოუწევთ ფიქრი, არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - თქვა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში უკვე მე-7 დღეა შიმშილობს.


კომენტარი