სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხელისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილის დამცირებას ცდილობს"- გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დამცირებას ცდილობს.

"ეს ნაბიჯი უპასუხისმგებლობაზე და უტიფრობაზე ბევრად უფრო მეტია, როცა ხელისუფლებაში ხარ და შენ მიერვე შექმნილ პრობლემას პოლიტიკური დევნის გამო, იმ რეაქციას რაც ვნახე, ზემოდან ამ ცეცხლს, ნავთს ასხამ ასეთი დემონსტრატიული ნაბიჯით, პოლიტიკური პატიმრის სააკაშვილის გადაყვანით გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში, მისი პოლიტიკური დამცირებისთვის და რაც მთავარია ამ საპროტესტო ტალღის კიდევ უფრო გამოწვევისთვის, ეს არის უზარმაზარი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და მთლიანად საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100