სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სავალალო შედეგებამდე მივალთ" - რეგიონებში კომერციულ სექტორს გაზი 20 თეთრით უძვირდება

რეგიონებში კომერციულ სექტორს ბუნებირვი აირი 20 თეთრით უძვირდება. ახალი ტარიფი ძალაში პირველი დეკემბრიდან შევა. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას გამოწვევს და ყოველდღიური მომსახურების პროდუქტებიც გაძვირდება. სარესტორნო ბიზნესში ამბობენ, რომ მათ ან მომსახურების ფასი უნდა გაზარდონ ან მუშაობა ზამთარში საერთოდ შეაჩერონ. "ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების მატება მთლიანობაში ყველაფერზე ფასების მატებას გამოიწვევს. უკვე ჩემთანაც აისახება სერიოზულად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბანკო ვალდებულებები, კომუნალური გადასახადები, პროდუქტი, რომელიც ძვირდება ზამთრის პერიოდში, ეს ყველაფერი ტარიფზე და მომხმარებლის ჯიბეზე აისხება. შესაბამისად, სავალალო შედეგებამდე მივალთ მთლიანობაში", - თქვა რესტორან "შინ და გორის" დირექტორმა, ზაზა ადუაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100