სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიგერიაში 22-სართულიანი შენობა ჩამოინგრა - არიან დაღუპულები

ნიგერიაში 22-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. BBC-ის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ლაგოსში მოხდა. ადგილზე მაშველები და მოხალისეები მუშაობენ. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. 4 ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი და რამდენი ადამიანი ნანგრევებში მოყოლილი, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100