სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ასახულია კოვიდ-დადებითია, თუ არა - კულუმბეგოვი

საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული, კოვიდ-დადებითია თუ არა - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, ფეისბუქის გვერდზე წერს.

მისი თქმით, ამით კოვიდდადებითი ხალხის საზოგადოებაში გადაადგილება შეიზღუდება:

კარგი, კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები, მაგრამ გავატაროთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული, კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი. ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ, ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ. პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო! - წერს ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100