მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნიდან მიესალმა - აქცია ციხესთან

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა, თუმცა ფანჯარა მას მალევე დააკეტინეს - ამ წუთებში მე-12 დაწესებულებასთან აქციაა. მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად და მისი პოლიტიკური პატიმრობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდები და ის სოციალურ ქსელში დაორგანიზდა.

კომენტარი