სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიმინალური გარჩევა გორში და ჩხუბი ქვებით - სავარაუდოდ დაჭრილია ერთი ახალგაზრდა

გორში, ფარნავაზის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 6 ახალგაზრდას შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 5 ადგილობრივი თბილისიდან ჩასულ პირს ქვებითაც დაუპირისპირდა. ის გორმედშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს. სამართალდამცველები ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მედიის ინფორმაციით, ჩხუბის ხუთივე მონაწილე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100