მკვდარ ზღვაში წყლის დონის შემცირების პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად ასობით ადამიანი გაშიშვლდა

ისრაელში, მკვდარ ზღვაში წყლის დონის კლებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით, ასობით ადამიანი გაშიშვლდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ღონისძიება ამერიკელი ფოტოგრაფის, სპენსერ ტუნიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა. ტუნიკი ისრაელში ტურიზმის სამინისტროს სტუმრის სტატუსით იმყოფება, რათა მესამედ ასახოს მკვდარი ზღვის შემცირება შიშველი ადამიანების დახმარებით. მოდელებს სხეულებზე თეთრი საღებავი უსვიათ. 10 წლის წინ მან 1000-ზე მეტი მოდელის მონაწილეობით გადაიღო ფოტო მკვდარ ზღვაზე, რომლის სანაპირო ხაზიც წელიწადში დაახლოებით ერთი მეტრით იხევს უკან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ისრაელი და იორდანია ზღვის წყლის დიდ ნაწილს სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვის იყენებს. წიაღისეულის მოპოვება, აორთქლება და კლიმატის ცვლილებები კი პრობლემას უფრო ამძიმებს.

კომენტარი