ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება

ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. დასკვნის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაავრცელა.

კორპუსის დემონტაჟისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ექსპერტიზამ მომიჯნავე კორპუსებიც შეისწავლა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ეს კორპუსები მდგრადია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჩატარდება განმეორებითი ექსპერტიზა.

კორპუსი, რომლის დემონტაჟიც მალევე დაიწყება, 55 ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებლებში გაიყვანეს. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინებისა და ფულადი კომპენსაციის გაცემა.

კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარი