სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. ნანგრევებში ამ დროისთვის ერთ ადამიანს ეძებენ. ცნობისთვის, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ​მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა უკვე ჯამში 6 ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100