ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი, რომელსაც გული 5-ჯერ გაუჩერდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

35 წლის ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარ არხს" კლინიკის დირექტორმა, თამარ მხატვარმა დაუდასტურა.

ქალი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას გული 5-ჯერ გაუჩერდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 35 წლის ქალი იყო. ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარი