სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიანეთში მამამ შვილი დანით მოკლა - დაკავებულია 81 წლის კაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთში შვილის მკვლელობის გამო მამა დააკავეს. 1940 წელს დაბადებულ დ.ფ-ს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100