სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხის სოფელ კაბალში, სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.


შემთხვევა, გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომანქანა დააზიანა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომელიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ.

სოფელ კაბალში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარის შეგდების უკვე მეორე შემთხვევაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე ბიზნეს წილებს ეხება, რომელიც ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზოვების ოჯახს და მათთან დაპირისპირებულ პირებს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100