სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღესვე ვაპირებ, ვნახო... მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.

"დღესვე ვაპირებ, რომ შევიდე ციხეში და ვნახო აუცილებლად მე და დიტო საძაგლიშვილი. ვესაუბრო სახალხო და მცველს და ისიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე მიემართება რუსთავისკენ. რუსთავის ციხეშია ბატონი მიხეილ სააკაშვილი, თანამდებობის პირები სადაც არიან",- ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100