სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი იუბილარია

საქართველოს პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი დღეს 43 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში დაიბადა. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით.

1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს მომავალ მეუღლეს მიხეილ სააკაშვილის შეხვდა, წლის ბოლოს კი, ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა.

1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც სანდრა ელისაბედ რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა. 1997 წლიდან ის ჰოლანდიური რადიოს კორესპოდენტი იყო, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე გადაცემებს ამზადებდა.

მშობლიური ენის გარდა, სანდრა ელისაბედ რულოვსი ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულსა და მეგრულს.

საქართველოს პირველი ლედი აგრეთვე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა, მან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის ხსოვნის პატივსაცემად, ქართველი ჟურნალისტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დააწესა.

პირველი ლედის სახელს უკავშირდება ორგანიზაციების, "შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის", "ალიანსი იშვიათი დაავადებებისათვის", რადიო "მუზის" ჩამოაყლიბება.

საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ორი ვაჟიშვილი, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები ჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100