სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაუთის რუსულ ბაზაზე სნაიპერების შეკრება დაიწყო

აფხაზეთში დისლოცირებულ მე-7 რუსულ ბაზაზე მიმდინარეობს სამხედრო შეკრება, რომელშიც სნაიპერებიც მონაწილეობენ. სააგენტო აფსნიპირესი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეკრების მონაწილე ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ფარული გადაადგილების, დაზვერვის და მიზნების კლასიფიცირების უნარებს ეუფლება. ამავე სააგენტოს ცნობით, სამხედრო შეკრება 23 დეკემბერს დასრულდება. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციების დაუყოვნებლივ ინფორმირება მოითხოვა დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ. მისი განცხადებით, აფხაზეთში მიმდინარე სპეციფიკური წვრთნის ამოცანაა სნაიპერების გამოყენებით დივერსიული ოპერაციების ჩატარება. დავითაიას თქმით, აფხაზეთში იმყოფებიან სნაიპერები ჩრდილოეთ კავკასიიდან და მათი წვრთნა დივერსიულ ჯგუფებთან ერთად მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100