სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +21 გრადუსი და წვიმა იქნება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მესტიაში უნალექო დღე და +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. +24 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. გორში ნალექიანი დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +26 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა ნავარაუდები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100