კაცმა Tinder-ზე თავისი ძაღლის ყოფილი პატრონი გაიცნო და პაემანზე დაპატიჟა

კაცმა თავისი ძაღლის ყოფილი პატრონი შემთხვევით Tinder-ზე გაიცნო და პაემანზე დაპატიჟა. ამის შესახებ Metro წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ უჩვეულო ამბის შესახებ Twitter-ზე მომხმარებელმა JimNo-მ დაწერა. მან მოყვა, რომ პოპულარულ პოპულარული აპლიკაციის მეშვეობით გაიცნო გოგო, რომელთანაც ძაღლებზე დაიწყო საუბარი. JimNo-მ ახალ ნაცნობს უთხრა, რომ ჰყავს შავი ლაბრადორი სახელად ონიქსი. გოგომ კი გაუმხილა, რომ მასაც ჰყავდა შავი ლაბრადორი, რომელსაც ასევე ონიქსი ერქვა, თუმცა ოჯახმა ის 2018 წელს თავშესაფარში ჩააბარა.

გოგოს თქმით, მაშინ ის 17 წლის იყო და ძაღლის გაჩუქება არ უნდოდა, მაგრამ მშობლებმა მისი აზრი არ გაითვალისწინეს. JimNo-მ კი ონიქსი თავშესაფრიდან სწორედ 2018 წელს აიყვანა. წყვილი მიხვდა, რომ ერთი და იგივე ძაღლზე საუბრობენ და პაემანზე გადაწყვიტეს წასვლა, რომელზეც კაცმა ონიქსიც წაიყვანა.

პაემნის შემდეგ JimNo-მ მომხმარებლებს გაუმხილა, რომ ონიქსმა ძველი პატრონი თავიდან ვერ იცნო, თუმცა რამდენიმე საათში მათ შორის უკვე კავშირი დამყარდა. კაცის თქმით, წყვილი შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს, თუმცა ინტერნეტ-მომხმარებლების მათ უკვე დაქორწინებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარი