სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა თვითმფრინავში „მსოფლიოში ყველაზე სევდიანი სენდვიჩი“ იყიდა

ავიაკომპანია Ryanair-ის ერთ-ერთ რეისზე მგზავრს უჩვეულო სენდვიჩი მიჰყიდეს, რომელსაც სოციალურ ქსელებში „მსოფლიოში ყველაზე სევდიანი სენდვიჩი“ შეარქვეს. ამის შესახებ Metro წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეიმი ვუდსმა 5,50 ევრო გადაიხადა პურსა და ლორი რამდენიმე პატარა ნაჭერში. სენდვიჩში არც სალათის ფურცლები, არც ტომატი, არც ყველი და არც რომელიმე სხვა ინგრედიენტი იყო. ქალი განმარტავს, რომ „დელიკატესი“ მაინც შეჭამა, რადგან ძალიან შიოდა.

„ფრენა ძალიან სასიამოვნო იყო, ეკიპაჟი ძალიან თავაზიანი. უბრალოდ ეს სენდვიჩი სასაცილოდ და მეტისმეტად ძვირად მომეჩვენა. თუმცა მაინც შევჭამე“, - წერს ვუდსი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100