ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 140

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 140. ინფორმაციას CNN ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადება გაავრცელა პენტაგონმაც, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქებას არაერთი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან დღეს ორი აფეთქება მოხდა. პირველი აეროპორტის შესასვლელთან, იმ ადგილას, სადაც ლტოლვილები იდგნენ, მეორე კი სასტუმრო ბარონთან, საიდანაც ამერიკელ სამხედროებს ხალხი აეროპორტში გადაჰყავს.

კომენტარი