სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ მაჩალიკაშვილი დუისის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს - ის არჩევნებზე 5 ნომრით გავა

ახმეტის საკრებულოს არჩევნებში, სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება.

მაჩალიკაშვილი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან იყრის და არჩევნებზე 5 ნომრით გავა.

ამ ფაქტს Facebook-ზე გამოეხმაურა, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა და დაწერა, რომ დუისში მაჩალიკაშვილი რეფერენდუმის ლიდერი იქნება.

"იშვიათად მინახავს ასეთი შინაგანი ბუნების ადამიანი, ყურადღებიანი, მამაშვილური, მეგობრული. მე ამ თვისებებზე ვსაუბრობ. დანარჩენს, მის ტკივილს და გაუტეხლობას ყველა ვხედავთ. მიხარია, რომ ის დუისში რეფერერენდუმის ლიდერი იქნება. ის ყველაზე უკეთ აუხსნის ადამიანებს რატომ უნდა დაემხოს ოლიგარქია, რომელიც კლავს და აღარიბებს. გამარჯვება ჩემო მალხაზ", - წერს უგულავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100