25 აგვისტოდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

25 აგვისტოდან კვების ობიექტები ნაცვლად 23:00 საათისა, 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენელი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

კომენტარი