სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორჯერ ვაქცინირებული 80 წლის მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალებაზე ეკატერინე ტიკარაძე ასეთ კომენტარს აკეთებს

ორჯერ ვაქცინირებული 80 წლის მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით.

"ეს არის 0,001%, ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტში იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო", - აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობილიია, რომ მამაკაცი კლინიკა "გორმედში" გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100