სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრასნოდარში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გარდაცვლილი იპოვეს

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“, ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

გასულ კვირას კუბლაშვილზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100