სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია თორთლაძე: ბიძინა ივანიშვილს გვერდით მხოლოდ ფულის გამო უდგანან

პოლიტიკოსი გია თორთლაძის განცხადებით ირაკლი ალასანიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ, კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან სოლიდური თანხები მიიღეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თორთლაძემ განმარტა, მას ეს ინფორმაცია კონფიდენციალური წყაროებისგან აქვს მიღებული და პოლიტიკური პარტიების გარდა, დაფინანსებულთა შორის არიან ექსპერტებიც.

"დღეს საქართველოში ივანიშვილი ფარულად ხარჯავს უკვე რუსულ ფულს. ხარჯავს "გაზპრომისა" და უშიშროების ფულს და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მის გვერდით არიან, მასთან მხოლოდ ფულის გამო არიან. მათ უნდათ, რომ ვექტორი შეიცვალოს რუსეთისკენ", – განაცხადა გია თორთლაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100